რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. 9 თვის წინ მქონდა ციკლიდან დაახლოებით მეათე დღეს მიყავისფრო, პერიოდულად კი სისხლიანი ჩამონაშალი.ციკლიც გადამიცილდა იმ თვეში და 35 დღეს მომივიდა მკურნალობის შედეგად. ვაგინალური ეხოსკოპიით არაფერი გამოჩნდა, გინეკოლოგიური გასინჯვით დაადგინეს რომ ყელიდან მოდიოდა ეს ცუდი გამონადენი რის შედეგადაც გამიკეთეს პაპ ტესტი. პაპ ტესტიც უარყოფითი მოვიდა, ანალიზის მიხედვით ამოითესა მხოლოდ სოკო და სოკოვანი ინფექციის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესები. ვიმკურნალე და ყველაფერი ნორმაში ჩადგა. ეხლა კი ისევ 9 თვის შემდეგ ისეთიჩე სიმპტომები მაქვს, ძალიან მეშინია მალიგნიზაცია არ მოხდეს და სიმსივნე არ ჩამოყალიბდეს. პაპ ტესტი ხომ არ შეცდებოდა? ან რა მჭირს სავარაუდოდ იქნებ მითხრათ. ექინთან ისევ აუცილებლად მივალ.
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი
-მოყავისფრო და პერიოდულად სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან შეიძლება დაკავშირებული იყოს საშვილოსნოს ყელის ეროზიასთან, ინფექციურ დაავადებებთან, ასევე სხვა ორგანულ პათოლოგიასთან. ამიტომ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა და განმეორებითი პაპ ტესტი. რაც შეეხება ცდომილებას, ამის შანსი არსებობს, თუმცა ძალიან დაბალია.