რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაქვს საშვილოსნოს ტონუსი დასაწყისშივე რომელიც ხელს უშლის ნაყოფის მიმაგრებას. რა მკურნალობა და პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ამის მოსაგვარებლად
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი -საშვილოსნოს ტონუსი დაკავშირებულია ჰორმონ პროგესტერონის უკმარისობასთან, რომელიც დასაწყისში გამომუშავდება ყვითელი სხეულის მიერ, ხოლო შემდეგ მას გამოჰყოფს პლაცენტა. ამდენად, ორსულობის დროს საჭიროა პროგესტერონის პრეპარატების დანიშვნა,რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ასევე სხვა დამხმარე პრეპარატების. მკურნალობის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თქვენი ანამნეზის, ექოსკოპიური მონაცემებისა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმაგრების პრობლემა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მარტო ჰორმონულ უკმარისობასთან, არამედ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომთან, ინფექციებთან, რასაც ესაჭიროება გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა.