რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ ვარ 28 წლის პირველი სექსის დროს ერექციის პრობლემა არ მაქ მაგრამ გამეორებით ერექცია მიჭირს და უცებ მიქრება ერექცია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავლიე რაღაც აბ რაც აფთიაქში მომცეს რის შედეგად ერექციის პრობლემა მოიხსნა მაგრამ მეორე სექსის დროს საერთიდ არ განვიცდი ეაკულაციას რაცარუნდა დიდი ხანი მქონდეს სექსი შეიდზლება სათი გაგრძელდეს მაგრამ სამწუხაროდ მაგრამ სამწუხაროდ ეაკულაციას ვერ განვიცდი. აბის გარეშე კი ერექცია სწრაფად მიქრება, როგორ ვიმკურნალო და ვის მივმართო მადლობა წინასწარ
პასუხი
-პირველი აქტის შემდეგ უნდა დაისვენოთ გარკვეული პერიოდი, რადგან ორგაზმს მოსდევს უკუგანვითარების -დეტუმენსცენციის პერიოდი, იწყება სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგების შემცირება. რამდენიმე წამის შემდეგ ერექცია შესამჩნევად სუსტდება, სასქესო ასო რბილდება და მამაკაცი თანდათან კარგავს სქესობრივი აქტის გაგრძელების უნარს. იწყება რეფრაქტერიული -სქესობრივად არააგზნებადი -პერიოდი. ამ დროს მამაკაცში ეროტიკული სტიმული, ალერსი, უკვე ვეღარ იწვევს სქესობრივ აგზნებას. მისი გამოწვევა ვერც ძალდატანებით ხერხდება. განმეორებითი ერექცია წარმოიშობა, ჩვეულებრივ, 30-40 წუთის შემდეგ, ზოგიერთ მამაკაცში კი გაცილებით გვიან და ეს არის ნორმალური მდგომარეობა. ექიმი-სექსოლოგის დანიშნულების გარეშე არ გირჩვეთ არანაირი მედიკამენტის მიღებას.