რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ. 20 წლის ბიჭს ბოლო ერთი თვეა აღენიშნება შაქარი 150მდე . მანამდე არქონია. მაინტერესებს რადგანაც ახალი აღმოჩენილია თუ არის შესაძლებელი რომ ნორმას დაუბრუნდეს, და ზოგადად მაინტერესებს შაქრიან მამაკაცთა შვილებს თუ დაყვებათ დაბადებიდან შაქარი. მადლობა წინასწარ
პასუხი
-შეიძლება ნორმას დაუბრუნდეს. აუცილებელია ენდოკრიოლოგთან ვიზიტი. რაც შეეხება შვილს გადაეცემა თუ არა შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკი დიაბეტიანი პაციენტების შვილებში მომატებულია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევებში მემკვიდრეობითი გადაცემა განსხვავებულია. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტის განვითარების რისკი არ არის დამოკიდებული ბავშვის სქესზე, მაგრამ დამოკიდებულია დიაბეტიანი მშობლის სქესზე. კერძოდ, ბავშვის დაავადების ალბათობა ტიპი 1 დიაბეტის მქონე დედის პირობებში უდრის 2-3%-ს, მამის პირობებში 5-6%-ს, ორივე მშობლის დაავადების დროს 15%-ს. ბავშვის დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუკი ძუძუთი კვების ნაცვლად იგი იღებს ძროხის რძეზე დამზადებულ საკვებ ნარევებს, ამიტომაც უმჯობესია, იგი იკვებებოდეს დედის ან დონორის რძით. უფრო მაღალ ასაკში პროფილაქტიკა მდგომარეობს "საბავშვო ინფექციების" (წითელა, ჩუტყვავილა, წითურა, ინფექციური პაროტიტი) თავიდან აცილებაში, ვინაიდან ისინი ხშირად ბიძგს აძლევენ დიაბეტის განვითარებას. ასე, რომ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით შაქრიანი დიაბეტი, არამედ გარკვეული წინასწარგანწყობა დიაბეტის მიმართ, ანუ ასეთი განწყობის არსებობის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი ყოველთვის როდი გამოვლინდება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით დაავადების გადაცემის ალბათობა ძალზედ მაღალია (60-80%), მაგრამ ტიპი 2 დიაბეტის გამოვლინება, როგორც წესი, ხდება 40 წლის შემდეგ. დაავადების თავიდან აცილებას ასეთი მემკვიდრეობის შემთხვევაში ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნება და საკმარისი ფიზიკური აქტივობა. ასე, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არ გამოვლინდება, თუკი მოახერხებთ ნორმალური წონის შენარჩუნებას.