რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ, მყავს 19 ბიჭი. ძალიან მანერვიულებს მისი მდგომარეობა. საჭმელის ჭამას თუ არ დავაძალებ, შეუძლია მთელი დღე მშიერი იყოს. ამასთან გვაქვს გართულებული ურთიერთობები, რაც არ უნდა ვთხოვო, ან დავარიგო, ყოველთვის მისი პასუხია ,,ხვალ". თითქოს ეგრევე ერთვება რაღაც რომ საწინააღმდეგო გააკეთოს. ვზრდიდი მარტო რაიონში, ყოველთვის ვცდილობდი უმამობა არ ეგრძნო, ერთად ვშრომობდით და ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით ყველაფერს. სტუდენტობის დროს მოუწია ყოფნა მამამისის ოჯახში, მაგრამ ჩემმა ვაჯმა იცოდა რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო. რადგან ყოფილი ჩემი მეუღლე ალკოკოლიკი, ამასთან რამდენჯერმე მოუვიდა უტანხმოება.ამასთან დაახლოებით ოქტომბრის თვეშიავად გახდა . მოგვიწია ოპერაციის გაკეთება ივნისის თვეში. ჩემი ვაჟი თან მუშაობდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. წლის ბოლოს აღმოჩნდა რომ სწავლას თავი დაანება, დაიწყო აზარტული თამაშებით გართობა. სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ამ ეტაპზე ვართ თითქმის სულ კონფლიქტურ მდგომარეობაში.არ ცდილობს რაიმე შეცვალოს, ვთხოვ წიგნები იკითხოს, მიხედოს საკუთარ თავს, მაგრამ მუდმივად ერთობა ინტერნეტით. ვცდილობ ხშირად ბავშვობა გავახსენო, მაგრამ ვერ იხსენებს.მითხრა, ძალიან ძნელია შენი შვილობაო, ძალიან მაღალი სტანდარტები გაქვსო. გთხოვთ მირჩიოთ როგორ დავეხმარო მას.
პასუხი
-კონფლიქტით, ჩხუბით და ბრძანებითი ტონით დარიგებებით მხოლოდ გავამწვავებთ და კიდევ უფრო დაძაბავთ შვილთან ურთიერთობას . გირჩევთ გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, გამოიჩინეთ დიდი სითბო და სიყვარული და გახდით მისი მეგობარი. ძალიან კარგი იქნება, თუ მოახერხებთ და ორივე- თქვენც და თქვენი შვილით მიხვალთ ფსიქოლოგთან.