ვარ 26 წლის, მე-9 კვირის ორსული. პირველი ორსულობა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

20-07-2018

გამარჯობათ, ვარ 26 წლის, მე-9 კვირის ორსული. პირველი ორსულობა შეწყდა, სავარაუდოდ მძიმე გაციების ფონზე, არ გამომიკვლევია დეტალურად. მეორე ორსულობა ანუ ეს ამჟამინდელი დადგა სამი თვის შემდეგ, ორსულობის დროს გამოვლინდა მცირე ზომის ჰემატომა საშვილოსნოში და ტონუსიც. ექიმმა რეპროდუქტოლოგმა დამინიშნა დუფასტონი და კიდევ სხვა ვიტამინები. სამი კვირაა ვსვამ, კარგად ვგრძნობ თავს, ტონუსიც მომეხსნა. დღეს სხვა გინეკოლოგმა მითხრა რომ დუფასტონს არ ნიშნავენ დიდი ხანია და მომთხოვა უტროჟესტანის მიღება, მესამე გინეკოლოგმა კი მითხრა რომ დაეტოვებინა დუფასტონი და განმიმარტა რომ ერთი და იმავე ჯგუფის მედიკამენტებია და პრობლემას დუფასტონში ვერ ხედავს. ვნახე გერმანიის პაციენტთა ფორუმი და სხვა ფორუმებიც აღმოჩნდა რომ გერმანიაშიც ნიშნავენ დუფასტონს ორსულებში მოშლის საფრთხის დროს ისევე როგორც უტროჟესტანს. გამარკვიეთ გთხოვთ ინიშნება თუ არა დუფასტონი ორსულებში და არის თუ არა იგი სახიფათო ნაყოფისთვის? მადლობას გიხდით წინასწარ.

პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის.
დუფასტონი, ისევე ინიშნება, როგორც უტროჟესტანი. ორივე ერთნაიად მაღალეფექტურია.  პროგესტერონის პრეპარატები  არ არის სახიფათო ნაყოფისთვის, არ ახასიათებს ტერატოგენული ეფექტი - ანუ არ იწვევენ ნაყოფის სიმახინჯეს, პირიქით ეხმარებიან ორსულობის პროგრესირებას.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო რაჟამაშვილი

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად