რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ პრობლემები მაქვს და კითხვა მაქ მაინტერესებს ქალთან სექსის დროს ძაან მალე ვათავებ და ერთის მეტი აღარ მინდება ხოლმე ჯერ 20 წლის ვარ და რა გავაკეტთო რო მალე აღარ გავათავო და ბევრჯერ გადავაბა ხოლმე, და გათავების დროს ზოგჯერ მტკივა
პასუხი
-ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე პათოლოგიური მდგომარეობა, კონკრეტული მიზეზის დადგენა საჭიროებს სექსოპათოლოგთან ვიზიტს. რაც შეეხება განმეორებით სქესობრივ აქტს, ორგაზმს მოსდევს უკუგანვითარების -დეტუმენსცენციის პერიოდი, იწყება სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგების შემცირება. მამაკაცებში რამდენიმე წამის შემდეგ ერექცია შესამჩნევად სუსტდება, სასქესო ასო რბილდება, დაახლოებით 25%-ით იკლებს ზომას და მამაკაცი თანდათან კარგავს სქესობრივი აქტის გაგრძელების უნარს. იწყება რეფრაქტერიული -სქესობრივად არააგზნებადი -პერიოდი. ამ დროს მამაკაცში ეროტიკული სტიმული, ალერსი, უკვე ვეღარ იწვევს სქესობრივ აგზნებას. მისი გამოწვევა ვერც ძალდატანებით ხერხდება. განმეორებითი ერექცია წარმოიშობა, ჩვეულებრივ, 30-40 წუთის შემდეგ, ზოგიერთ მამაკაცში კი გაცილებით გვიან. რადგან სასქესო ორგანოს ტკივილიც გაქვთ მიზეზის დასადგენად უროლოგს და/ ან სექსოპათოლოგს უნდა მიმართოთ. ასეთ შემთხვევაში საიტიდან, ზეპირად შეუძლებელია დიაგნოსტიკა.