რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვარ მე3 ბავშვზე ფეხმძიმედ. მაქვს 2 საკეისრო გაკეთებული. დაუგეგმავი ოტსულობა იყო და გადავწყვიტე მედიკამენტოზური აბორტი გამეკეთებინა თვითნებურად (რასაც ძალიან ვნანობ). მქონდა სულ ოდნავ სისხლიანი და 4დღე ყავისფერი გამონადენი. მივედი ექოსკოპიაზე და აღმოჩნდა რომ ბავშვი ისევ ცოცხალია. ეხლა ძალიან მინდა რომ შეცდომა გამოვასწორო და ეს ბავშვი გავაჩინო. მეუბნებიან, რომ არ იქნება ჯანმრთელიო. მაინტერესებს, თუ ორსულობა შენარჩუნდა, შესაძლებელია ნაყოფი ისე დაეზიანებია რომ ვერ გავაჩენ ან ინვალიდი იქნება ან დაამახინჯებს? ძალიან განვიცდი. 6კვირის და 4დღის ვადაზე გავიკეთე ექოსკოპია. გულისცემა 110ქონდა. არის შანსი იმისა რომ ჯანმრთელ ბავშვს გავაჩენ? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. დაგვიკონკრეტეთ რომელი პრეპარატი გაქვთ მიღებული. ზოგადად ანტიპროგესტინს ტერატოგენული ეფექტი (ნაყოფის სიმახინჯე) არ ახასიათებს. თუკი ნაყოფი ნორმალურად ვითარდება და ორსულობა გრძელდება, პრობლემა არ უნდა იყოს. უბრალოდ, უფრო მეტი სიფრთხილით აკონტროლეთ ნაყოფის ნაყოფის განვითარება. ჩაიტარეთ ექოსკოპია, ორსულობის მე-11 და მე-18 კვირაზე და ორსულობის ორმაგი და სამმაგი ტესტი (სისხლის ანალიზი). ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ლუდმილა ბარბაქაძე