რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ექიმმა დამინიშნა კონტრაცეფტივი "კლაირა". ვსვავ უკვე 3-4 თვეა და ძალიან შემიმცირდა ციკლის ხანგრძლივობა. ადრე მქონდა 4-5 დღის განმავლობაში და ეხლა 2 დღეც არ მაქვს და ისიც ძალიან ცოტა და მაინტერესებს თუ არის ეს ნორმალური ? ვგრძნობ რომ ცოტა მუცლის გარშემოწერილობაც გამეზარდა, ციკლის მერე მუცელი პატარავდება საერთოდ და ეხლა ალბათ ცოტა რომ მომდის ამიტომ აღარ პატარავდება და პირიქით ცოტა გაზრდილიც არის. ორსულად არ ვარ, ორჯერ გავიკეთე ტესტი. პირველად ვიღებ კონტრაცეპტივს და მაინტერესებს ეს ცვლილებები ნორმალურია?
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. კლაირასთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული ციკლის შემცირება. შესაძლებელია მენსტრუაცია იყოს მხოლოდ ერთი დღე უმნიშვნელო ჩამონაშალის სახით. შესაძლებელია ასევე მას უკავშირდებოდეს წონაში მატებაც. თუ თქვენთვის ეს ქმნის დისკომფორტს გირჩევთ გამოცვალოთ კონტრაცეპტივი. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა