რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მითხრათ საშვილოსნოს პოლიპის არსებობისას რა სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება? და ასევე მითხარით რას ნიშნავს ჭარბი მენსტრუაცია და როგორ მივხდე მენსტრუაცია ჭარბი მაქვს თუ ნორმაში? მადლობა წინასწარ.
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. საშვილოსნოს ღრუს პოლიპის არსებობისას უნდა მიექცეს ყურადღება: არარეგულარულ მენსტრუაციულ ციკლს, ჭარბი რაოდენობით მენსტრუაციულ გამონადენს, სისხლიან გამონადენს მენსტრუაციული ციკლის შუალედებში, რკინადეფიციტურ ანემიას. მაგრამ შეიძლება მცირე ზომის პოლიპი (ან პოლიპები) დაფიქსირდეს მხოლოდ ექოსკოპიურად და მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. მენსტრუალური გამონადენი საშუალოდ შეადგენს 50-100-250მლ-ს, ეს დიაპაზონი ითვლება ნორმად. მენსტრუაციული გამონადენის ხანგრძლივობა არ უნდა გრძელდებოდეს 7 დღეზე მეტი და პირველი სამი დღის განმავლობაში დღეში 4პაკეტზე მეტი არ უნდა გჭირდებოდეთ. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა