რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა,მყავს 7 თვის გოგონა.მკერდზე და კისერზე აქვს ჰემანგიომა.კისერზე აქვს კანქვეშ ხოლო მკერდზე გარედან.დაბადებისას მხოლოდ ლაქა ქონდა და შემდგომ გაიზარდა.ვმკურნალობთ ატენოლოლით.მაინტერესებს რა ზომებს მივმართო და რამდენად საშიშია?
პასუხი
-კაპილარული ჰემანგიომა სისხლძარღვოვანი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ავთვისებიანად არ იქცევა. ის საშიში არ არის, თუ მომვლელი შემთხვევით ხელს არ გაჰკრავს პრობლემურ ადგილს - ამ დროს ჭრილობა წარმოიქმნება, როცა ბავშვი იზრდება, შეიძლება კანი თვითონაც გაიკაწროს. ბავშვთა ჰემანგიომის ზოგიერთი შემთხვევა მაინც საჭიროებს ექიმის სასწრაფოდ ჩარევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰემანგიომა ისეთ არეშია, რომელიც ხშირად ღიზიანდება. ასეთ დროს არ უნდა დაველოდოთ მის თანდათან გაწოვას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ლაქების ადგილმდებარეობა. ყველაზე საშიში ადგილებია თვალთან, ყურის მილის ახლოს და ლორწოვანზე, სარისკო ზონაა საშარდე მილის მიმდებარე ადგილი, ხორხი და პირის ღრუც.