რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ.ორი შეწყვეტილი ორსულობა.რა ანალიზები უნდა გავიკეთო მირჩიეთ ვაპირებ ისევ ექიმთან მისვლას თუმცა აღარავის მჯერა.ანტიფოსფოლიდური ამიღო მაგრამ არც ვიცი კიდე რა კეთდება ანტიდოსფოლიდურთან ერთან.მოკლედ ჩამომიწერეთ გთხოვთ ზუსტი ანალიზები რომ კიდე არ მოვტყუვდე გენეტიკური ტესტი თუ კეთდება დიმერი და ასე.ასევე მაინტერესებს თუ ქრომოსომიული პათოლოგია ჩემ შემთხვევაში რადგან ვირუსები აღებულია და ქლამიდია მიკოპლაზმა ურეაპლაზმა ნეგატივი ნაცხით.ასევე დაორსულებამდე ვმკურნალობდი 4თვით ადრე აზიტრომიცინი გერალი ბაქტამედი ნემსი და ციკლოვარი.როცა 0.9 ჰერპესი და 1.37 მქონდა და ყველა მეორეს აქ ჰერპესიო.სხვა ისეთი არაფერი.პლიუს ამას სულ სისხლიანი გამონადენი ორსულობადი კლექსანი 0.2 ვიკეთებდი და ასევე მაინტერესებს თუ ქრომოსომული პრობლემის გამო ხდება ეს აბორტი 2ჯერ უკვე .ინვიტროს დროს არჩევენ ჯანსაღ სპერმას და კვერცხუჯრედს???რომ აღარ მოხდეს დაყოფა???
პასუხი
მოგესალმებით , გმადლობთ შეკითხვისთვის. ზოგადად ითვლება, რომ ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობა არის ორსულობის ჩვეული შეწყვეტა. საყურადღებოა რა ვადაზე შეგიწყდათ ორსულობები. ზოგადად არსებობს გამოკვლევების ნუსხა, რაც ტარდება ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დროს: ჰორმონული გამოკვლევა - TSH, AnTPO, 17aOHP; საშვილოსნოს ღრუს შეფასების მიზნით მეტროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოსა და მილების რენტგენოგრაფიული კვლევა); კვლევა შეძენილ (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი) და გენეტიკური კვლევა თანდაყოლილ თრომბოფილიაზე. სასურველია შეფასდეს მეუღლის სპერმის ანალიზიც. ორსულობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის კვერცხუჯრდები და სპერმატოზოიდები, რისი შეფასებაც შესაძლებელია მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერების დროს. ამიტომ ორსულობის დაგეგმვამდე, ეს ფაქტორიც უნდა იქნეს გათვალისწინებული მკურნალობის დანიშვნისას. სასურველია ორსულობის დროს მონიტორინგში ჩაერთოს რეპროდუქტოლოგიც, რადგან თქვენ დაგჭირდებათ ჰორმონული თერაპიაც.