უკაცრავად მაინტერესებს სპერმის რაოდენობას დიდი მნი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

18-07-2018

-უკაცრავად მაინტერესებს სპერმის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს დაორსულებასთან? ცოლთან მაქვს დღეში ერთხელ ან ორჯერ და მაინტერესებს გახშირებას აქვს აზრი დაორსულებისთვის? გვინდა ორივეს რომ დაორსულდეს...

პასუხი
-თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი -ანდროლოგს (თუ სხვა ჩივილები არ აქვს წყვილს).
დაორსულების შანსის გასაზრდელად წყვილებს ეძლევათ რეკომენდაცია ფერტილურ პერიოდში (პერიოდი, როდესაც ქალი შეიძლება დაორსულდეს) დღეგამოშვებით იქონიონ სქესობრივი კონტაქტი (ამ დროს ჩასახვის ალბათობა 22%), თუმცა, ჩასახვის ალბათობის ისეთივე მაღალი პროცენტია წყვილებში, რომლებიც სქესობრივ აქტს ყოველდღიურად ახორციელებენ (25%). იმ წყვილებში კი, ვისაც სქესობრივი ცხოვრება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ, ეს ალბათობა საკმაოდ დაბალია (10%).
არსებობს თეორია, რომ ზედმეტად ხშირი სქესობრივი კონტაქტების დროს მამაკაცის სპერმაში მცირდება განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა.
ჩასახვისთვი ხელსაყრელი პერიოდი ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურია და ციკლის ხანგრძლიობაზე არის დამოკიდებული, ზოგადად ეს პერიოდი ციკლის შუა პერიოდს ემთხვევა +/- 4-5 დღე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად