-აუცილებელია პედიატრთან ვიზიტი და განავლის ბაქტეოროლოგიური ანალიზის გაკეთება. რამდენიმე რჩევას ჩვენც მოგცემთ:
ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის უნდა უზრუნველვყოთ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სითხითა და კალიუმით.
არის მინერალური მარილები, შესაბამისად - არც კალიუმი. კალიუმი კი ნაწლავებისთვის იგივეა, რაც ბენზინი ავტომობილისთვის. კალიუმის ნაკლებობის დროს მცირდება ნაწლავის პერისტალტიკა (შეკუმშვა), რაც შეიძლება გახდეს შეკრულობის მიზეზი. კალიუმი დიდი რაოდენობით არის ქიშმიშში, შავ ქლიავში, ლეღვში და გარგარის ჩირში. თუ მაინც დალევთ გადადუღებულ წყალს, - მიიღეთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ან მოხარშეთ კომპოტი და მიირთვით.
როდესაც ბავშვი მიდრეკილია ყაბზობისკენ, მისი კვება ყოველთვის უნდა იყოს ნორმალიზებული, რეჟიმში ჩამდგარი. დილით უზმოზე (არა მხოლოდ ბავშვისთვის) აუცილებელია დამდგარი წყლის დალევა (ერთი პატარა ჭიქის), სადილად წვნიანის მიღება, დროულად და სწორად კვება - ბევრი ხილით, ბოსტნეულით, ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქტებით, კუჭისა და ნაწლავებისთვის სასარგებლო პროდუქტებით.
მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი პატარებისთვის ქიშმიშის ნახარშია. 1 სუფრის კოვზ ქიშმიშს დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, უმჯობესია დააყენოთ თერმოსში და დაალევინოთ თქვენს პატარას. არასასურველია ისეთი პროდუქტები,რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილებს. მაგალითად: შოკოლადი, ხაჭო, თხილი. ყაბზობისკენ მიდრეკილებას კიდევ უფრო აღვივებს ბევრი ტკბილეული, მშრალი კვება, სწრაფი კვების პროდუქტები, ძეხვეული. სასურველია რძის ნაწარმი, იოგურტი, დაბალპროცენტიანი კეფირი ან მაწონი. ნაკლებად თეთრი და საფუარიანი პური.
ყაბზობის დროს კარგად მოქმედებს ახლად გამოწურული ვაშლის, სტაფილოს წვენი. შეკრულობის დროს კარგია ვეგეტარიანული საკვების მიღება. თუ ძილის წინ მიიღებთ 1 ჭიქა მაწონში დამატებულ 20 ცალ ორთქლზე მოხარშულ შავ ქლიავს, შეიძლება სულაც მოაგვაროთ შეკრულობის პრობლემა.
ბავშვებს, რომლებსაც ყაბზობა აწუხებთ, სადილი ზეითუნის ზეთზე დაუმზადეთ.
ბუასილი
ხშირ შემთხვევაში შეკრულობის მიზეზი არის ბუასილი