რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ,ვარ 23წლის,ზუსტად 1წლის წინ 8კვირაზე შეწყდა ფეხმძიმობა,გავიკეთეთ გამოკვლევები მეც და ჩემმა მეუღლემაც,პროლაქტინი მქონდა 38(ნორმა19,5)მქონდა ქლამიდია მაღალი,Asa ანტისპერმული ანტისხეულები115(ნორმა75)AEAანტიემბრიონალური ანტისხეულები124(ნორმა60)ვიმკურნალეთ და პროლაქტინიც და ქლამიდიაც ნორმაში მაქვს,მაგრამ AEA 94მდე ჩამოვიდა და ერთ თვეში მკურნალიბაც ჩავიტარე ანალიზიც გავიკეთე და ისევ 120ზე ავიდა,ჩემს მეუღლის ანალიზები ნორმაშია,რას შეიძლებოდა გამოეწვია ისევ აწევა AEA სი?და თუ შეიძლება ამ ანალიზებით ფეხმძიმობა დადგეს და ბოლომდე მივიდეს??დიდი მადლობა წინასწარ!!
პასუხი
მოგესალმებით , გმადლობთ შეკითხვისთვის. ზოგადად, ერთი შეწყვეტილი ორსულობა არ არის საგანგაშო. ანტიემბრიონული ანტისხეულები, შესაძლებელია, ჰქონდეს ჯანმრთელ ქალსაც, ამასთან თქვენი მაჩვენებელი არ იქნებოდა 8 კვირაზე ორსულობის შეწყვეტის მიზეზი. ამ ანალიზით ორსულობა შესაძლებელია, უბრალოდ საჭიროა ორსულობის დროს სათანადო მეთვალყურეობა. ასევე გესაჭიროებათ კვლევა ანტიკარდიოლიპინებზე Ig M, G.