რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-2 დღის წინ შემერჭო ლურსმანი ფეხის გულის კიდის არეში. ლურსმანი საკმაოდ ღრმად შევიდა და ჟანგიანიც იყო. ექიმმა ჩამიდგა რეზინა, რომელიც , როგორც თვითონ ამბობს, სითხის დაგუბებას შეუშლის ხელს. ამის მიუხედავად, შეშუპება მაინც წავიდა და ჭრილობის სივიწროვის გამო ექიმი მირჩევს ფეხის გაჭრას და უცხო სხეულის (თუ რამე არის ჩარჩენილი რისი ეჭვიც არსებობს იმის გამო რო შეშუპებას ანტიბიოტიკიც ვერ შველის) ამოღებას ან ჩირქისგან გაწმენდას. მაინტერესებს, არის თუ არა აუცილებელი ამ შემთხვევაში ფეხის გაჭრა და თუ არა როგორ შეიძლება შეშუპების მკურნალობა. (ისე იმის ეჭვიც მაქვს რო ბინტი ძალიან მაქვს მოჭერილი და ფეხის დასიებაც სისხლის ცუდი მოძრაობით არის განპირობებული)
პასუხი
-ქირურგს უნდა ენდოთ, ჩვენ დისტანციურად ვერ შევაფასებთ მდგომარეობას, რაც შეეხება სახვევს, თუ დისკომფორტს გიქმნით, გიჭერთ უნდა უთხრათ ექიმს ან ექთანს და უფრო თავისუფლად შეახვევს.