რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვარ 14 წლის ბიჭი, მთელი ცხოვრების განმავრლობაში ვიყავი სრულიად ჯანმრთელი. 14 წლის ასაკში შუა ზაფხულში. 10 ივნისის ღამეს გულისრევა მქონდა, ნაბეღლავით შევიკავე და იმ ღამის შემდეგ 35 დღეა მაქვს შემდეგნაირი სიმპტომები: გულის აჩქარება, დაღლილობა, თავის გაბუჟება და ეგრედწოდებული ჩხვლეტები ორგანიზმის სხვადასხვა არეში განსაკუთრებით გულის. ვიყავი პედიატრთა კლინიკაში, გადამიღეს რენდგენი გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ასევე ამიღეს სისხლის ანალიზი და გემოგლობინიც ნორმალურად გაქვსო და სრულიად ჯანმრთელი ხარო. გამიკეთეს გადასხმა და მომცეს დამამშვიდებელი. იმის მერე თავის ტკივილები მქონდა და წამიყვანეს ნერვოლოგთან, იქიდან ყელ-ყურის ექიმთან და ჰაიმორიტი აღმომაჩნდა რენდგენის საშვალებით. დავლიე ეგრედწოდებული სინუფორტე და ცოტა მომეშვა მაგრამ შიგადაშიგ მაქვს თავის ტკივილები. ასევე დადგენილი მყავს ჭია ასკარიდა, რომლის საწინააღმდეგო წამლებს ვსვავ. ცოტა უკეთესობა არის მაგრამ თავის გაბუჯება მაწუხებს და სხეულის სხვადასხვა არეში ჩხვლეტები, ასევე შიგადაშიგ გულისცემის აჩქარება და ხანდახან ცოტა მძიმედ მიცემს. თუ არის იმის საშიშროება, რომ მჭირდეს რაიმე რთული დაავადება გთხოვთ გამცეთ პასუხი.
პასუხი
- მხოლოდ ამ სიმპტომებით რაიმე სერიოზული დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა შეუძლებელია, ამისათვის ჩაგიტარებიათ გამოკვლევები, სადაც როგორც თქვენ ბრძანეთ, სერიოზული ვერაფერი აღმოაჩინეს. თუ ჩივილები დაგრჩებათ, შესაძლოა დაგიჭირდეთ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.