რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ორივე ძუძუებზე სანამ ციკლი დამეწყება 15 დღით ადრე,საშინელი სიმძიმის შეგრძნება მაქვს როცა ლიფს ვიხსნი ,ვერ ვიტან ზედ ხელის მოკიდებას.ზოგადად საერთოდ ერთი ძუძუ მაწუხებს ოდნავ თუ მომხვდა ბავშვის ხელი საშინელი შეგრძნება მაქვს, მეორეში არა. იქნებ მითხრათ ეს ციკლის ბრალია? ადრე ასეთი დისკოფორტი არასდეს მქონია. მადლობა
პასუხი
-მასტალგია, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც მატულობს მენსტრუაციის წინა პერიოდში შეიძლება უკავშირდებოდეს მასტოპათიას(ჰორმონული წონასწორობის დარღვევის ფონზე განვითარებული პათოლოგია). დიაგნოსტიკისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ მამოლოგს; აუცილებელია სარძევე ჯირკვლის ხელით გასინჯვა; სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, შესაძლოა მამოგრაფიაც. ჰორმონების (ფარისებრი ჯირკვლის, პროლაქტინის, სასქესო ჰორმონების) დონის განსაზღვრა სისხლში.