რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მაინტერესებს ტრანსფორმაციის ზონის შიგნით გამოვლენილი კოლპოსკოპიური მახასიათებლები: იოდნეგატიური ეპითელიუმი, ნაზი მოზაიკა. ტრანსფორმაციის ზონის გარეთ გამოვლენილი კოლპოსკოპიური მახასიათებლები: კოლპიტი.კოლპოსკოპიური დიაგნოზი:ადექვატური კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის ზომიერი დისპლაზია CIN-1? ცერვიციტი, კოლპიტი, ექტოპია. მადლობა წინასწარ.
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. მსუბუქი დისპლაზია CIN 1 - დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება. ნაზი მოზაიკა - სპეციფიკური სისხლძარღვოვანი ნიშანია, ნორმაში საშვილოსნოს ყელის ბრტყელ ეპითელიუმში სისხლძარღვები არ აღინიშნება. ექტოპია გულისხმობს ცილინდრული ეპითელიუმის გაჩენას ყელის ლორწვანის იმ ნაწილში სადაც დამახასიათებელია ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის არსებობა. ტრანსფორმაციის ზონა არის გარდამავალი უბანი ნორმალურ ბრტყელ და ცილინდრულ ეპითელიუმებს შორის. თქვენ უნდა ჩაიტაროთ ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რის შემდეგაც 6 თვეში უნდა შეფასდეს საშვილოსნოს ყელი კოლპოსკოპიურად და გაკეთდეს პაპ ტესტი.