ორსულობა 7-8 კვირაზე შემიწყდა. ჩავიტარე იმფექციებ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

15-07-2018

გამარჯობათ ორსულობა 7-8 კვირაზე შემიწყდა. ჩავიტარე იმფექციებზე გამმოკვლევა G ფორმები ჰერპესი ქლამიდია ტოქსოპლაზმა და ციტომეგალო ვირუსი . დადებითი იყო ციტომეგალო ვირუსი 461.5 და ტოქსოპლაზმოზი 520.02. მაინტერესებს საჭიროებს თუ არა ამ 2 ვირუსის M ფორმების გამოკვლევა? მაისში გავიკეთე გამოტუმბვა. ვირუსი რომ ყოფილიყო და ნაყოფი იმას მოეცილებინა M ფორმა ამ დრომდე იქნება სისხლში? G ფორმის ეს პასუხები საჭიროებს თუარა მკურნალობას? აღნიშნული ვირუსები შეიძლება მეორე ფეხმძიმობაზეც განმეორდეს? TSH FT4 ნორმაში მაქვს. ქორიონული გონადოტროპინი 0.332 მაინტერესებს ეს რას ნიშნნნავს ? ნორმაა? კიდევ რა ანალიზები უნდა ჩავიტარო რომ გავიგო რას შეიძლებოდა გამოეწვია ნაყოფის სიკვდილი. კოაგულოგრამა ნორმაში მქონდა.ნაცხში აღმომაჩნდა ტრიხომონა და სოკო. მადლობა წინასწარ.

პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის.
ვირუსული ინფექციის G ფორმის აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ორსულობის დროს მათი   M ფორმა იქნებოდა მომატებული. სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა მხოლოდ G ფორმის დროს არ ტარდება, თუმცა მნიშვნელოვანია იმუნოსტიმულატორების გამოყენება, შემდგომში ინფექციის  გამწვავების თავიდან ასაცილებლად. ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებელი  იმატებს  ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად. შესაბამისად ორსულობის შეწყვეტისას მისი კონცენტრაცია სისხლში ქვეითდება (0,332). ორსულობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია, ჰორმონული და გენეტიკური ფაქტორები, ასევე  სისხლის შედედების პათოლოგია (აღნიშნულის გამოსარიცხად მხოლოდ კოაგულოგრამა არ არის საკმარისი).

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თამარ დიაკონიძე 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად