რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! ვარ 5თვის ფეხმძიმე...სამი კვირის წინ შევიძინე სტრიების საწინააღმდეგო კრემი და ვისმევდი დილა საღამოს...გამოყენებიდან ორ კვირაში დამეწყო ქავილი,განსაკუთრებით მკერდზე,მუცელზე და ბარძაყებზე..ფაქტიურად იმ ადგილებში სადაც კრემს ვისმევდი...ეს ქავილი გახდა იმდენად გაუსაძლისი რომ სისხლის გამოსვლამდე ვერ ვჩერდებოდი..დამაყარა წითლად,ძალიან წვრილი წინწკლები...ექიმთან მივედი და ჩათვალა რომ იყო კრემის ალერგია..დამინიშნა ალერგის წამალი poliramine 2 mg და ალერგიის კრემი..დილა-საღამოს ორივე.მას შემდეგ გავიდა ერთი კვირა.ის წვრილი გამონაყარი გაქრა მაგრამ ქავილი ისევ მაქვს საკმაოდ ძლიერი .ვეღარ ვუძლებ უკვე...ვიცი რომ მივიდე მეტყვიან გაგივლისო.არადა თქვენ საიტზე სტატიებს გადავხედე და ორსულთა დერმატოზის შესახებ რაც წერია ვფიქრობ რომ ეგ მაქვს...იქნებ მითხრად რამდენად შესაძლებელია რომ ეს არის და რა შეილება გავაკეთო სახლის პირობებში რომ ცოტა მიშველოს..დერმატოლოგთან ხომ არ ჯობია მივიდე,ვიდრე გინეკოლოგთან? მადლობა წინასწარ,ძალიან მეიმედებით ყოველთვის <3 პ.ს. ვიმყოფები ესპანეთში .
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. როგორც წესი, ალერგიული რეაქციები ორსულობის პერიოდში უფრო აქტიურდება, რადგან ალერგოლოგმა დაგინიშნათ სათანადო მკურნალობა, მაგრამ ქავილი მაინც რჩება, უმჯობესია გაიაროთ დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა დათვალიერდეს კანი და შეფასდეს მდგომარეობა. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი