რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, 2 დღეა კუნთები ისე მტკივა, აი აგიხსნით როგორც. მაგალითად ხელების აწევის ან გაშლის დროს, ან მაგალითად გაზმორვის დროს, ისეთი შეგრძნება მაქვს კუნთებში, "ჩაჯდომებს" რომ გააკეთებ და იმ მომენტში რომ დაღლილობის გრძნობა გაქვს კუნთებში ეგრე. არასდროს არ მქონია ასეთი გრძნობა ასე უმიზეზოდ. არც ბევრი მივლია, არც მივარჯიშია და არაფერი. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ასევე დაახლოებით 3 დღის წინ მქონდა სიცხე 38.6 ვერც ეგ გავიგე რისი ბრალი იყო. არც გციებული ვარ, არც სურდო მქონია, არც ყელის ტკივილი არც რამე მსგავსი, ის სიცხეც ერთი დღე მქონდა და გამიარა, ახლა ეს კუნთების დაღლილობა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მენსტრუაციის პერიოდი მაქვს, მაგრამ სხვა დროს მსგავსი სიმპტომები არასდროს მქონია მენსტრუაციის დროს. არც არეული მაქვს ციკლი, სულ თავის დროზე მომდის და ახლაც თავის დროზე დამეწყო. ვარ 24 წლის.
პასუხი
შესაძლოა ეს ვირუსული ინფექციის ერთერთი გამოხატულება იყოს, ყოველ შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს, რათა ჩაგიტარდეთ შესაბამისი გამოკვლევები და მოგეცეთ საჭირო დანიშნულება.