. მეუხერხულება ამის კითხვა, მაგრამ შეგიძლიათ მითხრ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

15-07-2018

-გამარჯობა. მეუხერხულება ამის კითხვა, მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ ვაჟიშვილობა როგორ იკარგება? მექნება რაიმე სისხლდენა? და კანის გადაწევა არ შემიძლია და შეუშლის ეს ხელს სექსუალურ ურთიერთობას თუ მის შემდეგ უკვე გადავიწევ ტკივილის გარეშე? მადლობა

პასუხი
-რადგან ჩუჩა თავისუფლად არ გადადის ასოს თავზე, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ფიმოზი(ჩუჩის შევიწროება) და/ან მოკლე ლაგამი. ორივე ეს პრობლემა საჭიროებს უროლოგთან ვიზიტს და მცირე ქირურგიულ ჩარევას.
რაც შეეხება ე.წ. ვაჯიშვილობის დაკარგვას, პირველი სექსის დროს "რაღაცის გაწყვეტის" შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ დროს საუბარია იმ მამაკაცებზე, რომელთაც მოკლე ლაგამი და ფიმოზი აქვთ(როგორც თქვენს შემთხვევაში) -მათ შეიძლება განუვითარდეთ ლაგამის ჩახევა ან ჩუჩის მთლიანობის დარღვევა.
მოკლე ლაგამი იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, ვინაიდან ხდება ამ უკანასკნელის დაქაჩვა და დაჭიმვა. თუ ლაგამის დაჭიმვა კრიტიკულია შეიძლება მოხდეს მისი ჩახევა, რასაც თან სდევს ზოგჯერ ძლიერი სისხლდენა. ამგვარი ვითარება საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას –ლაგამის გაკერვა.
ამიტომ სასურველია მოკლე ლაგამისა ან ფიმოზის გამო ოპერაცია გაკეთდეს გეგმიურად. ოპერაცია  კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
კომენტარები
08 აგვისტო 2019 14:20
მაინც რამხელა უნდა იყოს ლაგამიი რომ არ გაგეხეს ???
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად