რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა მაინტერესებს როგორ კეთდება სპერმის ანალიზი და რა ღირს თქვენს კლინიკაში ?კერძოდ სენაკში ან ქუთაისში
პასუხი
-უნდა მიმართოთ ანდროლოგს. ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ყავთ ანდროლოგები და არის ლაბორატორია კეთდება სპერმის ანალიზი. სპერმის ანალიზის აღების წინ აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: მამაკაცმა სპერმის ანალიზის ჩაბარებამდე 5-7 დღე თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ცხოვრებისგან. ამ დღეებში იკრძალება ალკოჰოლის მიღება, მძიმე ფიზიკური შრომა, გადახურება (საუნა, ცხელი აბაზანის მიღება). ანალიზის ჩაბარება საჭიროა დაავადებების (გრიპი, გაციება, ანგინა) გადატანიდან 2-3 კვირის შემდეგ. თუ როგორ ხდება სპერმის აღება ამას უშუალოდ ლაბორატორიაში გასწავლიან. ჩვენ არ ვართ კლინიკა. ჩვენ ვართ "ოჯახის მკურნალის" რედაქცია და გვყავს კონსულტანტები (ექიმები) სხვადასხვა კლინიკიდან, რომლებიც პასუხობენ თქვენს შეკითხვებს.