რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ ფეხბურთელი გოგო,3 თვის წინ დამეჭიმა ფეხის ზედა კუნთი,საზარდულთან ახლოს რის გამოც ვეღარ გავაგრძელე ვარჯიშები,ექოსკოპიაზე მითხრეს რომ ტკივილები მოდიოდა წელიდან,თუმცა მაშინ ვერ ვგრძნობდი რაიმე დისკომფორტს წელზე, ფეხი მუდმივად დაძაბული მქონდა, წელისთვის გავიკეთე 6 ამპულა დიოქსაფლექსი , ვარჯიშები განვაახლე 2 თვიანი დასვენების შემდეგ,3-4 დღე არანაირი ტკივილი არ მაწუხებდა მაგრამ ფეხის დაძაბულობა კვლავ დამეწყო და გრძელი პასის შემდეგ მომენტალურად ვიგრძენი დაჭიმულობა წელში და გამოვედი ვარჯიშიდან, იმის შემდეგ ექიმმა დენის აპარატით(არ ვიცი რა ქვია ზუსტად) 3 პროცედურა ჩამიტარა,დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა,ასევე გავიკეთე 5 ნემსი ბე ვიტამინი და პარალელურად ვაკეთებდი წელის გასამაგრებელ ვარჯიშებს 2 კვირის განმავლობაში თუმცა ტკივილები ისევ მაქვს ,განსაკუთრებით როდესაც ვზივარ და წამოვდგები ,მაშინვე ვგრძნობ ჩხვლეტას წელის მალებში და მომენტალურ ტკივილს ფეხში,მაინტერესებს შეიძლება თუ არა ხერხემლიდან იყოს გამოწვეული წელის ტკივილი,ხერხემალს რაც შეეხება 4მა ექიმს გავსინჯე და 4ივემ სხვადასხვა დიაგნოზი დამისვა:ხერხემლის სქოლიოზი,ლორდოზი,დაშორება მალებს შორის და ერთმა ნორმალურ მდგომარეობაშიაო. იქნებ დამეხმაროთ,მართალია საკმაოდ დიდი კითხვა გამომივიდა ,მაგრამ იმედია ყურადღებას გამოიჩენთ ,მადლობა წინასწარ.
პასუხი
-დიახ, ტკივილი შეიძლება ხერხემლიდან მომდინარეობდეს. უნდა გაკეთდეს ხერხემლის მალების მაგნიტო-რეზონანსული კვლევა.