რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა..ბავშვს აქვს ნასიცხი წვრილი წითელი წინწკლები და კოღოს ნაკბენი,მირჩიეს სტრეპტოციდის მაზი "ვარდისფერ ყუთში დევს"ო ასე მითხრეს.მაინტერესებს რამდენად ეფეტურია,კოღოს ნაკმენისთვის და ნასიცხისათვის...მადლობა
პასუხი
-ნასიცხი უმთავრესად კისერზე, ზურგზე, დუნდულებზე და სხვა არეებში (ბუნებრივი ნაკეცების მიდამოში) ჩნდება. დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის კარიბჭედ. ამიტომ უმჯობესია პედიატრმა ან დერმატოლოგმა შეაფასოს კანზე გამონაყარი. გაითვალისწინეთ, რომ ტანსაცმელი რომელიც ბავშვს აცვია უნდა იყოს ნატურალური ქსოვილის, ბამბის. გარდა ამისა, დღეში ერთხელ სასურველია გვირილის ან ორკბილას ნახარშის ჰიგიენური აბაზანა. შემდეგ კანი კარგად უნდა გავამშრალოთ (პირსახოცის ფაქიზი მიდებით, ხახუნის გარეშე) და ოდნავ შევაფრქვიოთ საბავშვო ტალკი. ნაოჭებში ზედმეტი რომ არ დარჩეს, ხელის ნაზი მოძრაობით გადავანაწილოთ მთელ ტანზე. თუმცა მაინც ჯობს, ბალახების ნაყენის აბაზანების ჩატარების თაობაზე მოეთათბიროთ თქვენს პირად ექიმს ან ალერგოლოგს. რაც შეეხება კოღოს ნაკბენს, წაუსვით ბრილიანტის მწვანე (ე.წ. ზელიონკა), მაგრამ თუ ქავილი ძლიერია, ნაკბენი არე შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ საჭიროა ანტიალერგიული საშუალების დალევაც,