რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა ვარ 29წლის,1,60სმ 45კილო.პრობლემა მაქვს წონასთან დაკავშირებით.საერთოდ არასდროს არ ვყოფილვარ მსუქანი,ჩემი მაქსიმალური წონა იყო ბავშვობაში 48კილო.ორი შვილიც გავაჩინე და არც ორსულობაში არ მომიმატია ძაან ბევრი.მაგრამ ეხლა საშინლად გამხდარი ვარ და ძალიან ცუდათ გამოვიყურები.არაფერი აღარ მიხდება ძალიან მრცხვენია სახლიდან გასვლის ისეთი გამხდარი ვარ.გარშემომყოფებშიც მუდმივად განხილვის თემა ხდება ჩემი საშინელი სიგამხდრე.ორი პატარა მყავს თან ვმუშაობ და ამან გამოიწვია ალბათ ამ ბოლო დროს რომ ესე საშინლად გავხდი.ვიყავი ექიმთან და მოუყევი ეს ჩივილები,გამომაკვლევინა ჩიყვი ,სისხლის ანალიზი და გლუკოზა .ყველაფერი წესრიგში მქონდა და დაასკვნა რომ არაფერი არ მჭირს უბრალოდ ესეთი აღნაგობა მაქვს,შემდეგ კიდე სხვა ექიმთან ვიყავი იმანაც იგივე მითხრა.მოკლედ მირჩიეთ რა გავაკეთო?ცოტა მაინც ხომ უნდა ვიმატებდე და ვიკლებდე ესე ერთ წონაზე გაყინვა ცოტა უცნაურია მითუმეტეს რომ არც უჭმელი არ ვარ.რა შეიძლება გავაკეთო?
პასუხი
-ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დიეტოლოგს/ნიტრიციოლოგს, რომელიც გაეცნობა თქვენ კვებით ჩვევებს ანუ როგორ იკვებებით და შეგიდგენთ სპეციალურად თქვენზე მორგებულ კვების რაციონს. სიგამხდრეს მრავალი მიზეზი აქვს, სხეულის მასის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულმა დაავადებამ, ჭიებით ინვაზიამ, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებამ, რომელსაც თან სდევს უმადობა, ღებინება, გულისრევა საჭმლის დანახვისას, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებმა...... შესაძლოა, ზედმეტი სიგამხდრე კონსტიტუციური თავისებურებითაც იყოს განპირობებული. სასურველია გამოკვლევა ჩაიტაროთ ენდოკრინოლოგთან, თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან. თუ სხეულის მასის დეფიციტი დაავადებით არის განპირობებული, მაშინ ცხადია სწორი კვების პარალელურად ადექვატური მკურნალობა იქნება ჩასატარებელი; თუ სიგამხდრე დაავადებას არ უკავშირდება, მაშინ როგორც უკვე გითხარით, დიეტოლოგის/ნუტრიციოლოგის მიერ შედგენილი ინდივიდუალური კვების რეჟიმი და რაციონი დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში.