რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ორი კვირის ჩვილს, ვაჟს,დროის უმეტესი ნაწილი სულ სძინავს. ჭამით ცოტას ჭამს, არ ტირის. 1-ლი ორი კვირის განმავლობაში მოიმატა მხოლოდ 200 გრამი.ექიმმა გვირჩის გამოაფხიზლეთ და აჭამეთო. ვცდილობთ, მაგრამ ჭამის დროს ისევ მალე ეძინება. ხან ორ საათში ერთხელ ჭამს, ხან სამ საათნახევარიც გავა და არ ითხოვს ჭამას. ბუნებრივ კვებაზეა,თუმცა ახლა ექიმის რჩევით ხელოვნურ საკვებსაც ვაძლევთ. ექიმმა მათება დაბალია, საკვები არ ჰყოფნისო, ტირილით კი იმიტომ არ ტირის, რომ წყნარი და ჭკვიანი ბავშვიაო.შეიძლება რამე სერიოზული იყოს?
პასუხი
-სიცოცხლის პირველი დღეებში, როგორც წესი, ახალშობილი წონას იკლებს საერთო მასის დაახლოებით 6-10%-ს ანუ საშუალოდ 150-300 გრამს. დაბადების მეოთხე დღიდან კი იწყებს ამ დაკლებული მასისი ანაზღაურებას და ორ კვირაში წონას მთლიანად აღიდგენს და ამის შემდეგ იწყება წონაში მატება. პირველ თვეს ახალშობილი 600 გრამს იმატებს, მეორე თვეს – 800-1000 გრამს, მესამე თვეს – 800-ს. მომდევნო თვეებში მასის ნამატის გამოსათვლელად არსებობს შემდეგი ფორმულა : 800 – 50 X (n – 3), სადაც n თვეების რიცხვია. ეს პედიატრმა გაითვალისწინა?