რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, მაწუხებს კბილის ტკივილი, რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 3 წლის უკან დავიპლომბე კბილი, პერიოდულად მქონდა ხოლმე ამ დაპლომბილი კბილის ტკივილი ხანდახან მივლიდა, ცოტა ხნის წინ ფრაგმენტი მოატყდა ამ კბილს ექიმთან მივედი და ახალი პლომბი ჩამიდო, ახლა კიდევ მაქვს ტკივილი, ანუ ღეჭვისას და კბილების ერთმანეთზე დადებისას მტკივა, ძლიერად არა, გადავიღე რენდგენი და მითხრეს რომ ეს არხები კარგად არაა დაპლომბილი ანუ უფრო მეტი პლომბი უნდა ჩაედოთო ბოლომდე არააო დაპლომბილი, თან ღრძილი ოდნავ შეწითლებული მაქ ამ კბილის გარშემო მარტო, ეს სიწითლე ალბათ წლებია მაქ ამ კბილის გარშემო უბრალოდ მუდმივად არ მტკივა ხოლმე, მითხრეს რომ შესაძლოა არხებიდან ამ პლომბის ამოღება გახდეს საჭირო და თავიდან დაპლომბა, ასევე მითხრეს რომ საშიშია ამ არხების გახსნა შეიძლება კბილი დავკარგო, მირჩიეთ რა ვქნა მართლა ძაან საშიშია და არ შეიძლება არხების თავიდან გახსნა? კბილის დაკარგვა არ მინდა ისეტი ძლიერი ტკივილი არმ აქ მგონი რო გარისკო თუ დიდი ალბათობაა, სხვა ფორმით არ შეიძლება მკურნალობა? წინასწარ მადლობა
-მოგესალმებით. სიმპტომატიკას რასაც თქვენ აღწერთ მიუთითებს პერიოდონტიტზე (პერიოდონტის ქსოვილის ანთება) . ეს გამოწვეული შესაძლოა იყოს სხვადასხვა მიზეზით, ერთერთია : არასრულფასოვანი ირიგაცია ან უხშირესად გამოწვეულია არასათანადოდ დაბჟენილი არხების შედეგად. ზოგადად კარგად ნამკურნალები არხების შემთხვევაში აპექსამდე უნდა იყოს მიტანილი საბჟენი მასალა (არ უნდა იყოს არხის ბოლო მესამედი ცარიელი და არც გადასული პერიაპიკალურად). გამოსავალია კბილის თავიდან მკურნალობა რონელიც შრმდეგი ეტაპებით უნდა წარიმართოს: გახსნა, ენდოდონტიური ჩარევა, კარგი ირიგაცია ( გამორეცხვა) , საჭიროებისას სამკურნალო მასალის მოთავსება დროებით, სათანადო შედეგის მიღებისთანავე უნდა მოხდეს დაბჟენა მუდმივად გუტაპერჩით და შემდეგი ეტაპია კბილის რესტავრაცია. თუ მაგალითად დარჩენილია კბილის ქსოვილების 1/3 შესაძლებელია გაკეთდეს თერაპიული მინაბოჭკოვანი წკირი და ბჟენით რესტავრაცია ან ოროპედიული ჩანართი და გვირგვინი. ეს უკვე ექიმის მხრიდან ინფორმირებულობისა და პაციენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ცალსახად ავღნიშნავ რომ კბილის ექსტრაქცია არ არის გამოსავალი. უნდა ვეცადოთ ბოლო ეტაპამდე შევინარჩუნოთ კბილი. და კიდევ ერთი რადგან ამ ეტაპზე ჩივილი ქრ გაქვთ იმას არ ნიშნავს რომ პროცესი არ პროგრესირებს. საჭიროა დროულად , ადრეულ ეტაპზე ჩატარდეს სათანადო მკურნალობა.