რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმარეთ სანამ მოვახერხებ ფსიქოლოგთან კონსულტაციას. ძალიან მიჭირს ესე ცხოვრებისდ გაგრძელება, ჯერ 20 წლის ვარ და ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო მაგრამ მაინც უკმაკოფილო ვარ მუდმივად. მტანჯავს ჩემი თავი, ძალიან ხანდახან აღარ მინდა ვარსებობდე იმიტომ რომ სხვებსაც ვტანჯავ ვისაც ჩემთან ახლო ურთიერთობა აქვს. აქ მხოლოდ ბიჭის პრობლემა არ არის, სულ ასე ვიყავი მომწონდა ვიღაც მასაც მოვწონდი და ვიცოდი რომ როგორც კი დავიწყებდით ურთიერთობას შეყვარებულობამდე ვერ მივდიოდით რადგან უკონტროლო ვხდები, თავხედი იმ გაგებით რომ სულ ეჭვებში ვარ თითქოს ვენდობი და ამ დროს საშინელებებს ვფიქრობ და ამას რომ ვეუბნები ჩვეულებრივი ურჩხული ვჩანვარ მერე ყელში ამომდის ჩემი საქციელები და ვტირი... არ მინდა მისი დაკარგვა და ადრეც ვიყავი ესე უბრალოდ ახლა ითმენს და ვიცი რომ ყველანაირ ზღვარს გადავედი, ვგრძრობ რო ჩვეულებრივი გიჟი მანიაკივით ვიქცევი და გული მტკივა, ასეთი არ ვარ და ვერ ვანახებ სინამდვილეში როგორი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე და გთხოვთ მითხარით სანამ ვიზიტზე წავალ და მექნება ამის შესაძლებლობა იქამდე როგორ მოვიქცე? ძალიან ცუდად ვარ.. სულ უარყოფითი აზრებით დავიღალე მინდა ტვინი გამოვირეცხო და აზრზე მოვიდე მაგრამ ისევ იგივე აზრები მაწუხებს მეტი უბრალოდ აღარ შემიძლია. მიყვარს და საუკეთესო ადამიანებს ვკარგავ ისე რომ ავადმყოფი ვგონივარ და გთხოვთ რამე მითხარით..მადლობა წინასწარ
პასუხი
-ძალიან კარგია და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ გააცნობიერეთ , რომ ეჭვიანობა, უნდობლობა და საყვარელი ადამიანის გამუდმებით და თან უსაფუძვლოდ დადანაშაულება მასთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. კონკრეტული რეცეპტი იმისა, თუ როგორ დააღწიოთ თავი ეჭვიანობას არ არსებობს, უნდა იმუშაოთ თავზე და მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ურთიერთობები ნდობაზე დას ურთიერთპატივისცემაზე ააგოთ. რადგან თქვენს შემთხვევაში ასე გამძაფრებულია ეჭვიანობის გრძნობა, გირჩევთ დროულად მიმართოთ ფსიქოლოგს. რჩევების მისაღებად კი გადადით ბმულზე >>> https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/3946-etcvianoba-daavadeba-thu-akviatebuli-qceva.html