.ვარ 6 თვის ორსული (მეორე ოსულობაა და პირველზე არა... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

13-07-2018

გამარჯობა.ვარ 6 თვის ორსული (მეორე ოსულობაა და პირველზე არანაირი პრობლემა არ მქონია) და ერთი თვეა რაც გესტაციური დიაბეტი აღმომაჩნდა,ვიკეთებ ინსულინს Umuline NPH Kwikpen 100 UI/ml ყოველ საღამოს ვახშმის შემდეგ,დოზა 6 .ვვახშმობ 7 საათზე და ინსულინს ვიკეთებ ჭამის შემდეგ ერთი და იგივე დროს 9 საათზე.დილით მაინც მაღალი მაქვს. ვიმყოფები საზღვარგარეთ,ძალიან დაბნეული ვარ,მაინტერესებს რამდენად სწორია ინსულის ესე გაკეთება და თუ არასწორია რამდენ ხანში უნდა გავიკეთო ჭამიდან ინსულინი ? მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის.
თქვენ იკეთებთ ინსულინს არასწორედ. ეს არის გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინი და კეთდება ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, შეიძლება გაკეთდეს დღეში 2-ჯერ, მაგრამ ამ ინსულინთან ერთად აუცილებელია ხანმოკლე ინსულინის გაკეთებაც ყოცელი კვების წინ იმისთვის, რომ გლუკოზის დონე სისხლში კარგად მოწესრიგდეს. გაიკეთეთ გლუკოზის მონიტორინგი 1 დღის განმავლობაში დილით, შუა დღეს და საღამოს უზმოდ და ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ და მოგვწერეთ, რომ უფრო ზუსტად შეგირჩიოთ ინსულინის დოზები.

ექიმი ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად