რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა საშვილოსნოში მქონდა პოლიპი რომელიც ამომკვეთეს დაახლოებით 9 თვის წინ ,შემდეგ ისევ მქონდა მესტრუაცია ყავისფერი და ისევ აგმომაჩნდა პოლიპი ისევ გამიკეთდა ოპერაცია ,ახლა უკვე 3 მედ ამ ერთი წლის განმავლობაში მესატიროება პოლიპის ოპერაცცის გაკეთება, მაწუხებს მარცხენა მკერდის ტკივილი გავიკეთე მამოგრამა და Kველაფერი წესრიგშია ვარ 39 წლის, ხომ ვერ მეტყვიტ რა იწვევს ამ პოლიპების გაჩენას? და რატომ მაქვს მკერდის ტკივილი? მკავს 3წლის ბავშვი და კიდევ მაქვს სურვილი პატარა გამიჩნდეს, მადლობა წინასწარ
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. საშვილოსნოს ღრუს პოლიპი არის კეთითვისებიანი სიმსივნურიწარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ჰორმონული დარღვევების შედეგად, კერძოდ, ჭარბი რაოდენობით ქალთა სასქესო ჰორმონების (ესტროგენების) და მცირე რაოდენობით გესტაგენების (პროგესტერონის) გამოყოფით. თქვენს შემთხვევაში პოლიპის ამოკვეთის შემდეგ თუ ჩატარდა ჰისტომორფოლოგიური კვლევა, რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული იყო ჰორმონული მკურნალობა. ენდომეტრიუმის პოლიპის მოშორება თანამედროვე მეთოდით ხდება ჰისტეროსკოპის მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მკერდის ტკივილს, უმჯობესია, მიმართოთ ექიმ მამლოგს.
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა.