რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, 28მაისს მქონდა ბოლო მემსნატრუაცია. 29ივნისს გავიკეთე ტესტი და დადებითი მაჩვენა ასევე 3ივლისსაც გავიმეორე და დადებითი იყო.მივედი ექიმთან და ეხო გადამიღეს ,არაფერი გამოჩნდა ,ენდომეტრიუმი იყო 12მმ .განმეორებით დამიბარეს 1კვირაში.დღს ვიყავი ვაგიმალურიც გადამიღეს ტესტიც ვნახეთ და გაწითლდა მკეთრად თუმცა არსად არაფერი გამოჩნდა.შესაძლებელია გარე ორსულობა არ გამოჩმდეს არსად ? ან ემბრიონი გზაში იყოს და საშვილოსნოში რომ მოხვდეს თუ შეიძლება.
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. მენსტრუაციის მიხედვით უნდა იყოს უკვე 7 კვირის ორსულობა, რაც, როგორც წესი, ჩანს ექოსკოპიურად. რადგან ორსულობა ექოზე არ ჩანს, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი - სისხლში ბეტა ქორიონულ გონადოტროპინის განსაზღვრა დინამიკაში (სულ მცირე 2ჯერ, დღეგამოშვებით) და აკონტროლოთ ექოსკოპიურად . თუ მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო ექოსკოპიურად ღრუში ორსულობა არ დაფიქსირდება, საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი მაღალია. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.