რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა ვარ 24 წლის გოგო, დიდად არასდროს მაწუხებდა ჭარბი წონა დიდად ახლაც არ ვიმატებ მაგრამ 5-6 კილოც კი დისკომფორტს მიქმნის,ისეთი სამსახური მაქვს ვერ ვმოძრაობ მაგრამ ვცდილობ დილით და სღამოს ფეხით ვიარო. ვარჯიშს ვერ ვახერხებ (დერმოიდული კისტის გამო) მოკლედ გადავწყვიტე რაციონიდან პური ამოვიღო დამატებით რას მირჩევთ ან რაიმე აბები ხომ არ მივიღო ან წყლის რაოდენობა ხომ არ გავზარდო? სიმაღლეში ვარ 1.67 და წონა 58-59. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ვითრგუნები ყველა კილიგრამებზე მიმითითებს რადგან ადრე არ მქონდა ეს პრობლემა გთხოვთ დამეხმაროთ.მადლობა წინასწარ
პასუხი
- თქვენი მოცამების მიხედვით მასის ინდექსი ნორმალურია ანუ ჭარბი წონა არ გაქვთ, თუმცა თუ გსურთ რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ, უნდა შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები დღის და კვების რეჟიმში: იმოძრავეთ მაქსიმალურად (არ ისარგებლოთ ლიფტით, იარეთ ფეხით, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, საათში ერთხელ მაინც წამოდექით და იმოძრავეთ), მიიღეთ მეტი სითხე (ზაფხულის პერიოდში დღეში 3 ლიტრამდე), კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლები (ტკბილეული, ცომეული), ეცადეთ შეზღუდოთ მაღალკალორიული საკვები (ცხიმიანი პროდუქტები). თუ რეგულარულად შეასრულებთ ამ მითითებებს, აუცილებლად დაიკლებთ.