ვარ 42 წლის ქალბატონი, მყავს 1 შვილი, ვარ მწეველი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-07-2010

- ვარ 42 წლის ქალბატონი, მყავს 1 შვილი, ვარ მწეველი 18 წელი. სიმაღლე 176, წონა 117. დაახლოებით 1 წლის წინ ან მეტი დამეწყო გულმავიწყობა, მაგ. კითხვის დროს ზოგჯერ ვერ აღვიქვამ შინაარსს, ასეთ დროს ვკითხულობ ხელმეორედ, ან საუბრისას დროის რაღაცა მონაკვეთში მეფანტება გონება და აზრი ვერ გამომაქვს, ან დილით თუ რამეს მეტყვიან, შეიძლება საღამოს დამავიწყდეს. ამ ყველაფერს დაემთხვა ძლიერი სტრესი, მამის გარდაცვალების გამო. მანამდე და შემდეგაც მქონდა ხანგრძლივი ჰემორაგია გინეკოლოგიური პრობლემების გამო. დღემდე ვგრძნობ თავის თხემის დაბუჟებას, როცა სადმე მაქვს მიყრდნობილი. იშვიათად, მაგრამ ვგრძნობ სიცივეს თავის ქალაზე გადაღლილობის დროს. ღამით თითქმის არ მძინავს სამსახურის გამო, ვიძინებ დილით 6-8 საათით. ძალიან ხშირად ვგრძნობ მოთენთილობას, ოჯახში საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას, რაც არ ვრცელდება სამსახურზე. (ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ არის საპასუხისმგებლო). გთხოვთ განმიმარტოთ, ზოგადად რა დაავადებასთან შეიძლება მქონდეს საქმე, ან ვის მივმართო სამკურნალოდ, და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას?

პასუხი
- უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოთ მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება და თანდათან საერთოდ უნდა დაანებიოთ თავი მოწევას. უნდა ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს ანემია, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიის არსებობა და აუცილებლად გჭირდებათ ენდოკრინოლოგის დახმარება წონის დაკლების თვალსაზრისით, ჭარბი წონის გათვალისწინებით გამოსარიცხი იქნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად