რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ორსულობა შემიწყდა 6 კვირის ვადაზე, თუმცა 9 კვირამდე ვერაფერი გავიგე, ექოზე სანამ არ მივედი (სისხლდენა და ტკივილი არ დამწყებია), 2 ივლისს გამიკეთეს ვაკუუმ-ასპირაცია, სისხლდენა მხოლოდ იმ დღეს მქონდა, დანარჩენ დღეებში არა. რამდენ ხანში უნდა აღდგეს მენსტრუაცია წესით? ამ დილით (10 ივლისი) დამეწყო სისხლიანი გამონადენი, მაინტერესებს ეს ნორმალურია ? მენსტრუციიაა თუ სხვა რამე მჭირს? მადლობა
პასუხი
-აბორტიდან 30-40 დღის განმავლობაში ხდება მენსტრუალური ციკლის აღდგენა. აბორტის შემდეგ გამონადენი შეიძლება 2კვირამდე გაგრძელდეს, მაგრამ სისხლდენა არ უნდა აჭარბებდეს მენსტრუალურ სისხლდენას(ჩვეულებრივ მენსტრუაციასთან შედარებით მცირეა სისხლიანი გამონადენი) და სისხლდენის ინტენსივობა არ უნდა იცვლებოდეს ან უნდა მცირდებოდეს. თუ სისხლდენა ძლიერდება და ხანგრძლივდება –ეს უკვე საყურადღებო ნიშანია და აუცილებელია გამოკვლევა. სასურველი გაიკეთოთ საკონსტროლო გამოკვლევა.