რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-შარდის ბუშტი მქონდა გაციებული ეხლა შარდს რომ ვაკვირდები ყავისფერია ოდნავ და რას მირჩევთ? რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს
პასუხი
-შარდის მუქი-ყვითელი-ყავისფერი მასში მომატებულ ნაღვლის პიგმენტზე მიანიშნებს. ნაღვლის პიგმენტებიდან შარდში შესაძლოა აღმოჩნდეს პირდაპირი ბილირუბინი და ურობილინოგენი. პირდაპირი ბილირუბინი ჩნდება ღვიძლის დაზიანებისას (სიყვითლე), სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის გადინების დარღვევისას. ურობილინოგენი კი -ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი), მისი მეზობელი ორგანოების დაზიანების: თირკმლის ჭვალის, ქოლეცისტიტის, ენტერიტების, ყაბზობის და სხვა -შემთხვევაში. დიფერენცირებისთვის უნდა მიმართოთ უროლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევა.