მოკლედ კომპიუტერში შემთხვევით წავაწყდი სიფილიფსის... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
11-07-2018

-გამარჯობათ მოკლედ კომპიუტერში შემთხვევით წავაწყდი სიფილიფსის შესახებ ინფორმაციას რომელიც ხშირად ასოზე ჩნდება შემდეგ უბრალოდ დავაკვირდი ჩემს ასოს და სადაც ასოს თავი და ჩუჩაა გადაბმული ნუ არვიცი რა ქვია მაგას მაგ ადგილებში ძალიან პატარა მუწუკებივით მაქვს დაყრილი უმნიშვნელოდ ჩანს დიდიხანია უკვე ასეა ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ახლა ძალიან შემაშინა ამან.. ასევე ვარ ვაჟიშვილი 15 წლის მაინტერესებს ეს მართლა სიფილისია თუ არა გთხოვთ უბრალოდ სავარაუდო პასუხი მაინც მითხარით..

პასუხი
-სიფილისი ვენერიული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს რომ ყვლაზე ხშირად გადადის სექსუალური კავშირის გზით, ასე, რომ თუ სქესობრივი ურთიერთობა არ გქონიათ არც სიფილისით და არც სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით არ იქნებით ინფიცირებული. თუმცა აღსანიშნავია დაავადების გადაცემა სამედიცინო დაწესებულებებში არასტერილური ხელსაწყოების გამოყენების შედეგადაც.
თქვენი აღწერილი გამონაყარის სურათი სიფილისზე არ მიუთითებს. დაიცავით ინტიმური ჰიგიენა ზედმიწვენით, ატარეთ ბამბის საცვალი, რომელსაც ყოველდღიურად გამოიცვლით.
რაც შეეხება კონკრეტულად სიფილისს, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას. სიფილისის პირველი ნიშანი არის პატარა წყლული, რომელსაც შანკრი ეწოდება.
წყლული ჩნდება ბაქტრიის შეჭრის ადგილას. უმეტესობას ერთი შანკრი უჩნდება, ზოგს კი ერთზე მეტი. შანკრი ბაქტერიის შეჭრიდან დაახლოებით 3კვირაში ჩნდება. 
შანკრი თავისით გაქრება 6კვირაში.
შანკრის გაქრობიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება გაგიჩნდეთ გამონაყარი, რომელიც მთელ ტანს დაფარავს, მათ შორის ხელის და ფეხის გულებსაც კი.
ზოგიერთ ადამიანს აგრეთვე აღენიშ§ება კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების შესიება. ეს ნიშნები და სიმპტომები ქრება რამდენიმე კვირაში ან ერთი წლის განმავლობაში ჩნდება და ქრება.
ტეგები: სიფილისი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად