რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ მყავს 5 წლის გოგონა უკვე დიდი ხანია თითქმის დაბადებიდან გამყავს კლიზმით თუმცა ერთი წელია დაეწყო ასეტი რამ იტყვის მინდაო გასვლა და სანამ დავსვამ ქოთანზე გადაუვა თუმცა საცვალზე დასვრილი აქვს ასე ცოტცოტას შვება და ზალიან ხშირად ცდილობს გავიდეს მაგრამ სულ ცოტას უმნიშვნელოს და ვსიო დგება გავიკეთე რენტგენული კვლევა და აქვს გრძელი ნაწლავი რამდენად გამოიწვევს ეს დარღვევას და რა არის გამოსავალი გთხოვთ რაგაც მირჩიოთ ბავშვი ძალიან დაიღალა
პასუხი
-გრძელი მსხვილი ნაწლავის (დოლიქოკოლონი) არსებობისას ჭიანურდება მასში საჭმლის მონელების პროდუქტების გადაადგილება, ეს ზემოქმედებს ნაწლავის ნერვულ აპარატზე, ცვლის ნაწლავის მიკროფლორას და აძლიერებს მეტეორიზმს, ხელს უწყობს და განაპირობებს ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების აღმოცენებას, რასაც თან ახლავს დიდი ოდენობით მძაფრსუნიანი აირების წარმოქმნა. ამ პათოლოგიის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა კონსერვატიულია, ინიშნება დიეტა და მედიკამენტური მკურნალობა. მისი მკურნალობა გულისხმობს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას ,რაც პირველ რიგში გულისხმობს ჯერად კვებას და სწორად შერჩეულ საკვებ რაციონს. მძიმე ფორმის დროს ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.