ძალიან ბევრი წავიკითხე ლიმფედემის შესახებ. მე თვი... | ანგიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანგიოლოგია

კატეგორია - ანგიოლოგია

05-07-2010

- ძალიან ბევრი წავიკითხე ლიმფედემის შესახებ. მე თვითონ ძალიან მაწუხებს ეს დაავადება. გავესინჯე ანგიოლოგს, რომელმაც მითხრა, რომ ვენების პრობლემა არ მაქვს და მისი ავადმყოფი არ ვარ. დამინიშნა დეტრალექსი, რომლის 2-თვიანი კურსი 1 თვის წინ დავამთავრე. მაწუხებს ფეხების შეშუპება კოჭის არეში, განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი, ძალიან მტკივა საღამოობით. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ფეხის კანი მწიფე პომიდვრის კანივით გადამეხლიჩება. მაქვს ჭარბი წონა (172სმ:118კგ) და ყველაფრის მიზეზად ეს მიმაჩნია. დიეტოლოგთან სიარულმა, სწორმა კვებამ და მერიდიის 2-თვიანმა კურსმა არაფერი მიშველა. პერიოდულად ვიკეთებ პნევმოკომპრესიას, მაგრამ მაინცადამაინც კარგი შედეგი არ მაქვს. შეშუპება პროცედურის შემდეგ სულ ოდნავ ცხრება. იქვე მირჩევენ მასაჟების დამატებას. მაინტერესებს: არის თუ არა საქართველოში ექიმი-ლიმფოლოგი და ვის მივმართი კონკრეტულად? და მეორე - რა შეიძლება მოვიმოქმედო დამატებით? ლიმფოდრენაჟის პროცედურები მიშველის საბოლოოდ თუ არა, როცა ერთეული პროცედურა არ მაძლევს შედეგს? დავიმატო თუ არა მასაჟებიც? რამდენ ხანში გავიმეორო დეტრალექსის კურსი? გავიგე, რომ კარგი ყოფილა ტრენტალისა და მიდოკალმის მიღება და ასევე სხვადასხვა მცენარეების აბაზანები და ეთერზეთების კომპრესები, ამაზე რას მირჩევთ? ანდა ელასტიკურ ტრიკოტაჟზე რას იტყვით? დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ლიმფოლოგია არ არის ცალკე დარგი, ლიმფური სისტემის დაავადებები ანგიოლოგის სფეროა. როგორც წესი, ლიმფედემის დიაგნოზს სვამენ ანგიოლოგები. თქვენს შემთხვევაში როგორც ვხედავთ, ასეთი დიაგნოზი არ არის დაზუსტებული. თქვენს მიერ ჩამოთვლილი მკურნალობის მეთოდთა შედეგები ინდივიდუალურია, ის განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში. მიდოკალმი არ არის უშუალოდ ვენურ ან ლიმფურ სისტემაზე მოქმედი საშუალება, ტრენტალი კი მართლაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პერიოდულად შეიძლება ამ კურსების გამეორება, მაგრამ სამწუხაროდ არც თუ იშვიათად დასახელებული ღონისძიებების შედეგები დროებითია.
კომენტარები
27 მაისი 2015 23:12
გურამიშვილზე თერაპიის სახში მიბრძანდით და მანდ გიშველიან დამიჯერეთ... მე პირადად რამდენიმე წელია დავდივარ,მე ლიმფედემა მაქვს ცალ ფეხზე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად