, 17 წლის ბიჭი ვარ ამ თემაზე ხშირად დამისვამს კითხ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

09-07-2018

-გამარჯობა, 17 წლის ბიჭი ვარ ამ თემაზე ხშირად დამისვამს კითხვა მაგრამ ახლა სხვა ტიპისაა და იმედია მიპასუხებთ. 12 წლის რომ ვიყავი პანიკური შეტევა დამემართ აპირველად მეგონა გულის შეტევა მქონდა , წნევაც 140-90 მქონდა და ეს ყველაფერი უფრო მძაბავდა. იმისმერე უცნაური სიმპტომები მახასიათებს მაგალითად გულს ვგრძნობ. ვგრძნობ როგორ მუშაობს და ხანდახან დამძიმებულია... მაგალითად ბოლო 3-4 თვეა მაწუხებს გულის ცემის შეგრძნება თითებში და კისერში როცა ვწევარ. სარკეში რო ჩავიხედო და კისერი მაღლა ავწიო მარტივად შესამჩნევია საძილე არტერიების პულსირება თვალით. საერტოდ ხელებზეც მიპულსირებს ვენები რომელიც თვალიტ შესამჩნევია გვერდიდან თუ გახედავთ. როცა გამოუძინებელი ვარ ესს პულსაცია იმატებს. ამჯერად წნევას 120-80 ვატარებ მაგრამ წინა დღეებში ცხოვრების და კვების არეული რეჟიმის გამო (ალბათ) 140-90 ვატარებდი . სიგარეტი რაც გადავაგდე და ძილი და კვება შედარებით გამოვასწორე წნევა 120-80-ზე ჩამომივიდა, მაგრამ ხელებზე პულსაციას რომ ვგრძნობ მაინტერესებს ეს საშიშია თუ არა. და კიარ ვგრძნობ არამედ ვხედავ. ახლა კი ჩამოგითვლით რა გამოკვლევები მაქვს ჩატარებული : გულის ექოსკოპია 3-ჯერ დაახლოვებიტ ნახევარი და ერთი წლის შუალედებში, კარდიოგრამა 4-ჯერ ეგეც იგივე შუალედებში, კრეატინის ანალიზი ძვლის განვითარების ანალიზი ხელების ვენების ტომოგრაფია თავის ტვინის მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფია თირკმელებზე ექოსკოპია ექიმთან ბევრი კონსულტაცია. მაგრამ ფიზიკურად მეუბნებიან რო ყველაფერი ნორმაში მაქვს და ჯანმრთელი ვარ. ერთადერთი ქოლესტერინი მაქვს სულ ოდნავ მაღალი ისიც იმის ბრალია რო ადრე ძალიან მსუქანი ვიყავი და სწრაფად გავხდი თან ჭამა მიყვარდა ბავშვობიდან. მოკლედ. დააბრალეს ეს ყვეალაფერი ჩემს ნერვულ სისტემას. (იმ დღეს როცა ბევრს და მძიმე საჭმელს შევჭამ უფრო ვითენთები და უცნაური ტანჯვის შეგრძნება დამსდევს თან უენერგიობის და მოთენთილობის, ვენებიც მებერება და სისხლი დაბლა მაწვება თითქოს სისხლი მძიმდებაო, მე გულს ვაბრალებ) მოკლედ შეგიძლიათ მითხრათ რა გავაკეთო ? გამოკვლევებს აზრი არ აქვს სულ დადებით პასუხს ვიღებ რა გზას დავადგე და რისი ბრალი შეიძლება იყოს გთხოვთ დამაკვალიანოთ.

პასუხი
-გირჩევთ მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს (>>> https://mkurnali.ge/rchevebi90/7208-jansaghi-ckhovrebis-10-martivi-tsesi.html >>>https://mkurnali.ge/dietologia/2397-2011-02-02-10-59-05.html ) და მიმართოთ ფსიქონევროლოგს. რადგან კვლევების მიხედვით ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მაშინ თქვენი სიმპტომების მიზეზი ვეგეტონევროზი იქნევა, რაც მკურნალობას საჭიროებს, სწორედ ამიტომ გირჩევთ ფსიქონევროლოგთან ვიზიტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად