რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გთხოვთ მითხრათ ფსორიოზის დამახასიათებელი ნიშნები.. თუ ახასიათებს ფეხების დასიება და დახეთქვა..იანვარში გაიკეთა გულის ოპერაცია,მის მერე ფსორიოზი გაუქრა,გაეწმინდა კანი მაგრამ ეს დღეებია ისევ გაუჩნდა და დაუსკდა კანი,თან ძალიან დაუსივდა ფეხები..ეს უფრო ფსორიოზიდან შეიძლება იყოს გამოწვეული თუ ოპერაციის მერე რამე შეიძლება იყოს? ან რით შეიძლება ფსორიოზს ეშველოს..არის სხვადასხვა სტადიები მესმის,ამას აქვს ფეხებზე მუხლებს ქვემოთ..და ცოტა მკლავებზე..აქვს შეძენილი ფსორიოზი ასე ვთქვათ და რამ შეიძლება რომ ცოტა მაინც შეუმსუბუქოს..ოპერაციის შემდეგ გადასხმებმა გაუწმინდა ალბათ მაგრამ ეხლა ექიმმა გადასხმები გულს გადაუტვირთავსო..
პასუხი
-ფსორიაზს კანის დახეთქვა ახასიათებს. რაც შეეხება შეშუპებას, არის ფსორიაზის ართროპათული ფორმა, რომელის დროსაც შუპდება სახსარი და ძლიერი ტკივილი ჩნდება. თუ მთელი ფეხია შეშუპებული, მაშინ მიზეზი უფრო ვენური შეგუბება იქნება. ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, საჭიროებს ინდივიდუალური მიდგომას და კომპლექსურ მკურნალობას. შეუძლებელია ფსორიაზის მკურნალობა ონლაინ რეჟიმში დავნიშნოთ. პაციენტი აუცილებლად საჭიროებს კარდიოლოგის, ანგიოლოგის და დერმატოლოგის კონსულტაციას.