რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-როგორ გავიგო მაქვს თუ არა სოკო და როგორ შეიძლება ვუმკურნლო ან მოვუარო მას სახლის პირობებში ?
პასუხი
-თუკი სასქესო ორგანოების სოკოვანი პათოლოგია დასტურდება, მკურნალობის დასანიშნად გინეკოლოგს უნდა მიმართოთ, დანიშნულ მკურნალობას ჩაიტარებთ სახლში. რაც შეეხება სიმპტომებს, რომელიც სოკოვან ინფექციაზე ეჭვის საფუძველს მოგცემთ, ქალებში განასხვავებენ ვულვის, საშოს, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს დანამატების კანდიდამიკოზს. კანდიდოზური ვულვიტისთვის დამახასიათებელია ვულვის კანისა და საშოს კარიბჭის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (შეწითლება). ვულვის კანზე წარმოიქმნება ჯერ ვეზიკულები (მცირე ზომის ბუშტუკები), შემდეგ კი ეროზიები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება და ქერქით იფარება, რასაც თან სდევს ქავილი და წვა. კანდიდოზური კოლპიტი (საშოს ანთება) უფრო ხშირად გვხვდება. მას ახასიათებს საშოს წვა, ქავილი, ტკივილი, თეთრად შლა ხაჭოსებრი უსუნო, მძიმე შემთხვევებში მწვანე გამონადენით. მწვავე კანდიდოზური ენდოცერვიციტისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხშირად ვითარდება ჭეშმარიტი ეროზია, მქაჩავი თეთრად შლა. ე ნდოცერვიციტს უმეტესად თან სდევს კოლპიტი. სქესობრივი აქტის დროს თავს იჩენს ძლიერი ტკივილი. ქრონიკულ სტადიაში დაავადების ეს ნიშნები წაშლილი ფორმით ვლინდება. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები. საშოს კედლების დათვალიერებისას ამჩნევენ ჰიპერემიას (შეწითლება), ლორწოვანი გარსის შეშუპებას, თეთრ ხაჭოსებრ ნადებს. ნადების მოცილებისას შიშვლდება ეროზიული უბნები. გამომწვევს აღმოაჩენენ დაზიანებული უბნებიდან აღებულ ნაცხში, ენდომეტრიუმის ნაფხეკში, საშვილოსნოს ღრუს გამონაყოფში.