რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით. ვარ 1.62.წონა 45 კ. ძალიან მინდა წონაში მომატება. დიეტოლოგთან არ ვყოფილვარ. ფარისებრი გავიკეთე ყველაფერი ნორმაში მაქვს. ვარ აქტიური ფიზიკურადაც დატვირთული ვარ. ვჭამ მაგრამ ვერ ვიმატებ. ალბათ ვერ ვიღებ საჭირო რაოდენობის კალორიებს. ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. ენდოკრინოლოგმა მხოლოდ მეტაკარტინი დამინიშნა 15 დღე. დღეში ერთხელ. თუმცა 1 კ. არ მომიმატია. მითხარით როგორ მოვიქცე მირჩიეთ ძალიან გთხოვთ. ვფიქრობ კრეატინი ხომ არ მივიღო მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მინდა. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. რა შეიძლება მივიღო. მადლობა წინასწარ.
პასუხი
პასუხობს კლინიკა დიაკორის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი
-სავარაუდოდ თქვენი ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე იმაზე მეტია და ხარჯავთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე იღებთ საკვებით. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რა საკვებს მიირთმევთ და რა სიხშირით. ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის დადგენის საუკეთესო საშუალებაა არაპირდაპირი კალორიმეტრია, რომლის მიხედვით ზუსტად განისაზღვრება თქვენი კვების რაციონი ინდივიდუალურად. მოგვმართეთ და დაგეხმარებით: +995 32 2 518718.