რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ , ვარ 5 თვის ფეხმძიმე. მაწუხებს არანორმალური შეკრულობა . რა არ ვცადე. კვება იდეალურად მოვაწესრიგე რაც კუჭის მოქმედებას ეხმარება, მაგრამ არაფერი მშველის. წამლები ვცადე საკოლინი ამაოდ.მედულაკი ვსვი და მერე შევისვენე. ძალიან მერიდება მაგრამ მინდა ასეთი რამ გკითხოთ. კუჭის მოქმედება არ მაქ მაგრამ თითქოს მინდა. გინდა არ გინდა მაჭინთებს. თან ძალიან. რაგაცა ასე ძალით ძალით ცოტცოტა კი მაქ მოქმედება , მაგრამ მაინტერესევს ეს ჭინთვები ბავშვს ხომ არ ავნებს რამე.ძალიან მეშინია... ფსიქიკა დამერღვა. თუ ჯობია გავაგრძელო მედულაკი ყოველ დღე. მთელი 4 თვე. გლიცერინის სანთლები საშინელ ტკივილის ნაძლევს მუცლის ღრუში და ვერ ვიკეთებ. რამდენად საშიშია ნაყოფისთვის ეს ჭინთვები და რა გზას ვეწიო?
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინდივიდუალურად ეფექტური პრეპარატის შერჩევა. აუცილებელია ასევე კვების დარეგულირება. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე დღის განმავლობაში. დადებითი მოქმედება ექნებათ პრობიოტიკეს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად. ხილიდან განსაკუთრებით ეფექტურია კივი, შავი ქლიავი (ან მისი ჩირი), ზეითუნის ზეთით მომზადებული სალათები.