რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, განმეორებით ჩამიტარდა ზურგის ტვინზე ეპენდიმომის ოპერაცია რეციდივის გამო. მარცხენა ფეხზე კუნთებმა ატროფია დაიწყო ვერ ვდგები ფეხის წვერებზე, თითქოს ქუსლებით დავდივარ სისუსტე მაქვს მარჯვენა ფეხშიც, მარცხენა ბარძაყის გარეთა მხარე ჩავარდნილი მაქვს და როდესაც მარჯვენა გვერდზე ვწვები მარცხენა ფეხს ზემოთ ვერ ვწევ. მარცხენა ფეხზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შუა წვივს ქვემოთ არაფერი არ მაქვს. როდესაც მოძრაობას ვიწყებ აუტანელი ტკივილი და გადაღლილობის შეგრძნება მეწყება წვივის კუნთებში და ძალიან ნელა ვმოძრაობ, რა თქმა უნდა წონასწორობას ვერ ვიცავ. დავდივარ რეაბილიტაციის კურსებზე 2 კვირაზე მეტია ვვარჯიშობ ჰანტელებით, მაგრამ შედეგი არაფერი არ მაქვს. ოდესმე მეშველება რამე? რამდენად შეიძლება აღდგენას ექვემდებარებოდეს ეს ჩემი მგრძნობელობა დაკარგული ფეხი ისე რომ ფეხის წვერი დავდგა? თუ მატყუებენ? რა დამეხმარება აღდგენის პროცესში ეგეც დამიწერეთ ძალიან გთხოვთ? აქვე მივუთითებ, დაზიანება იყო L1-L5 da S1 ხერხემლის მალების პროექციაში. რა თქმა უნდა ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა დამიტოვა ამ ვერაგმა დაავადებამ, მაგრამ ეს სიარულის მოშლა ყველაზე მეტად მაწუხებს. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი
-ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ ვიცით რა დონის და სახის დაზიანება იყო და რამდენად წარმატებულად ჩატარდა ოპერაცია. თუმცა, წესით, რეაბილიტაციამ უნდა გამოიღოს შედეგები, მაგრამ რამდენი კურსი დაგჭირდებათ ამის თქმაა გაგვიჭირდება.