.ვარ 26 კვირის ორსული...მაწუხებს კბილის ტკივილი და... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-07-2018

-გამარჯობათ.ვარ 26 კვირის ორსული...მაწუხებს კბილის ტკივილი და ვაპირებ ექიმთან მისვლას... მაინტერესებს რენდგენის გადაღება შეიძლება თუ არა ანდა საესთოდ ამოღება კბილის? შესაძლებელია კბილი არ დაიპლომბოს და მაინტერესებს რამდენად დასაშვებია კბილის ამოღება თუ ჯობია მხოლოდ ნერვი მოვიკლა და ამოღებით მერე ამოვიღო... რაიმე საშიშროებას ხოარ შეუქმნის ნაყოფს და კიდევ მაინნტერესებს რომელი გამაყუჩებელი შეიძლება? ულტრაკაუნი მაქვს განაკეთები კბილზე და სინჯიც გაკეთებული მაქვს და თუ შეიძლება მაგის გაკეთება? მადლობა წინასწარ და დიდი თხოვნით თუ შესაძლებელია სამშაბათისთვის რო ვიცოდე უკვე პასუხი ძალიან მინდაა...

პასუხი
-პირველ რიგში კბილის შენარჩუნებაზე იზრუნეთ და დროულად მიმართეთ სტომატოლოგს, თუ ორსულს კბილი კარიესული აქვს, მისი მკურნალობა აუცილებელია.
ორსულობის დროს არ არის რაიმე შეზღუდვა კბილების დაბჟენაზე (დაპლომბვა). კბილების მინანქრის გამტკიცებისა და შენარჩუნებისთვის შესაძლებელია გაიკეთოთ კბილების ფტორირება.
თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები არავითარ გავლენას არ ახდენს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. კბილის დაბჟენა(დაპლომბვა) და ამოღება შეიძლება სპეციალური საანესთეზიო საშუალებების ფონზე, რაც იცის ყველა პროფესიონალმა სტომატოლოგმა. ყველაზე მეტად მისაღებია ულტრაკაინი და უბისთეზინი.
კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი –მეორე ტრიმესტრია (4-6 თვე), როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია პლაცენტა. მაგრამ აუცილებლობის დროს მკურნალობა ტარდება პირველ ტრიმესტრშიც. 
ქირურგიული მანიპულაციები კი დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
თუკი აუცილებელი გახდა რენტგენოლოგიური კვლევა, შეიძლება რადიოვიზიოგრაფიის გამოყენება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად