რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ დიეტაზე 2 თვეა დავიკელი 12 კილო ... არ ვჭამდი ტკბილეულს, ცომეულს, შემწვარს, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს, აღარ მინდა მეტის დაკლება მაგრამ მეშინია რომ ისევ მოვიმატებ და იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო რო შევინარჩუნო წონა დიეტის შემდეგ .
პასუხი
-ადამიანი წონაში იმატებს მაშინ, თუ დღის განმავლობაში საკვების სახით მიღებულ კალორიებს ვერ ხარჯავს, ამიტომ ზომიერ კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა. თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ აქვს სპეციალური დიეტა დანიშნული, მაშინ უნდა იკვებოს ჩვეულებრივ, დღეში 4-ჯერ (3-4 სთ-იანი შუალედით), მაგრამ ზომიერად. უმჯობესია კვების რაციონი გაამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, შეზღუდეთ ცხოველური ცხიმისა და ტკბილეულის მიღება; ეცადეთ ჭამოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე, ე.წ. სასუსნავებზე, გაზიან სასმელებზე, არ ჭამოთ საღამოს საათებში(საუკეთესო შემთხვევაში 19 სთ-ის შემდეგ), ბევრი იარეთ ფეხით, იარეთ ცურვაზე და ა.შ. დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=183538