მყავს უახლოესი მეგობარი, რომლის დედაც მეორედ გათხო... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

06-07-2018

-მყავს უახლოესი მეგობარი, რომლის დედაც მეორედ გათხოვდა და 7 წლის ასაკში ბებიას გააზრდევინა, თითონ კი მეორე ქმართან შეძენილ შვილებს დაფოფინებდა თავზე, ახლა როცა გაიზარდა ის ქალი (დედამისი) ერთნაირად მომთხოვნია უფროს შვილის მიმართაც რომელსაც არც ფინანსურად ეხმარებოდა და არც დედობას უწევდა ასევე იმ შვილების მიმართაც რომელთაც თავზე ევლებოდა და ზრდიდა. რაც ჩემს მეგობარ გოგოს აღიზიანებს თვლის რომ დედამისს არ აქვს ამის უფლება ორივე შვილისგან რომ ერთნაირად ითხოვდეს რამეს, მიაჩნია რომ დედამისს მასთან უფრო მეტად ოფიციალური ურთიერთაბა უნდა ჰქონდეს ვიდრე იმ შვილის მიმართ რომელსაც ზრდიდა ანუ ვგულისხმობ რომ უფროს შვილთან უფრო მეტი დისტანცია და მორიდება უნდა ჰქონდეს რადგან არ გაუზრდია და არც არაფრის მოთხოვნის უფლება აქვს და არც მი ცხოვრებაში ჩარევის უფლება, თუ უნდოდა ორივეს შვილთან ერთნაირი უფლებები ქონოდა მაშინ ორივე ერთად უნდა გაეეზარდა. მაგრამ დედამისი ყურში არ უშვებს ამას ის კი არა და მისი ნახევარძმასაც აქვს პრეტენზიები და იძახის რომ თუ შეყვარებული ეყოლება ჩემს მეგობარს მასთან უნდა შეათანხმოს ყველაფერი არადა რა უფლებით მათ არ გაუზრდიათ ბებიამ გაზარდა და რა უფლება მაქვთ მათ რამე მოითხოვონ? ამ გოგომ როგორ შეაგნებინოს დედამისს და მის ოჯახს რომ შეეშვან და ისედაც გულ ნატკენს კიდევ რომ აღიზიანებენ, ურჩიეთ რამე როგორ მოიქცეს

პასუხი
-პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ თქვენ არ უნდა ჩაერიოთ დედა შვილის და ოჯახის ურთიერთობაში. ოჯახურ ურთიერთობებში გარეშე პირი ჩარევამ შეიძლება, უარესი შედეგი გამოიღოს და საერთოდ დააკარგვინოს ოჯახის წევრებს ერთმანეთი. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა მათ ოჯახში და რატომ გადაწყვიტა დედამ ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ მისი შვილი ბებიას გაეზარდა. დარწმუნებული ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედას ახალი ოჯახის ჰქონდა, მისი უფროსი შვილის აღზრდაში დიდ მონაწილეობას ღებულობდა. თუ თქვენი მეგობარი სრულწლოვანია, მაშინ ნებისმიერ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს, მაგრამ ახლობელებს ( დედა და და-ძმა, ალბათ, ყველაფრის მიუხედავად მისი ახლობლები და გულშემატკივრები არიან) რჩევა რომ ჰკითხოს და ეს რჩევები გაითვალისწინოს არ იქნება ურიგო.
კომენტარები
18 ივლისი 2018 13:29
არ მიუღია აღზრდაში მონაწილეობა, კარის მეზობლად ვცხოვრობდი, 3 თვეში ერთხელ ნახულობდა 1 საათით, როცა მისი მეორე შვილებს არაფერი აკლდათ ის ნახევრად მშიერი იყო, რადგან ბებიის პენსია არ ყოფნიდა. არც მის და-ძმას არ სურს მასთან ურთიერთობა დიდად
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად