რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა. გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა. ჩავიტარე ყველა გამოკვლევა ვიყავი ენდოკრინოლოგთანაც, ფარისებრ ჯირკვალზეც , არანაირი დარღვევა არ მაქვს ფუნქციური. ვარ 26 წლის, 168 სმ და 52 კგ. ვიცი რომ არმაქვს ზედმეტი წონა მაგრამ ვიყავი 47 და ვერაფრით ვიბრუნებ ძველ წონას. ფაქტიურად არაფერს ვჭამ, ვარ ან კიტრზე,ან მაწონზე ან წიწიბურაზე და ხილის წვენებზე. მეტი დიეტა რაღა დავიცვა გამოდის არაფერი აღარ უნდა ვჭამო საერთოდ? .იქნებ მირჩიოთ კარგი დიეტოლოგი. თან ისედაც კუჭის პრობლემები მაქვს და ძალიანაც რომ მინდოდეს ცხიმიანებს და მძიმე საჭმელს ვერ ვიღებ.
პასუხი
პასუხობს დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის - დიაკორის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი გირჩევთ ჩაიტაროთ არაპირდაპირი კალორიმეტრია, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს თქვენი ნივთიერებათა ცვლა და განისაზღვროს კვების რაციონი ინდივიდუალურად. რადგან, თუ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე დაბალია წონის კლება ნუტრიციოლოგის დახმარების გარეშე ნამდვილად გაგიჭირდებათ. მოგვმართეთ და დაგეხმარებით: